"გირჩს" დეზინფორმაცია მათ მიერ კურთხეულმა ეპისკოპოსმა მიაწოდა?"
''ტორპედოს'' აუქციოზე გატანასთან დაკავშირებით, "გიჩრის" მიერ გაკეთებულ განცხადებას, ქუთაისის მერია გამოეხმაურა. როგორც მერიაში განმარტავენ, "გირჩი" თემასთან დაკავშირებით არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებს და დეტალურად არ იცნობს ფაქტის შესახებ არსებულ მასალებს.
"გირჩის" განცხადებები ყოველგვარი სამართლის ჩარჩოებს სცდება და არაკომპეტენტურია. "ტორპედოს" უძრავ-მოძრავი ქონების შეფასებას სამხარაულის სახელმწიფო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აწარმოებდა. მათ პასუხი ორშაბათს გამოაგზავნეს და ჩვენის მხრიდან ოთხშაბათს უკვე მოხდა საკრებულოზე საკითხის შეტანა. სამწუხაროა ისიც, რომ ,,გირჩში" დეტალურად არ იცნობენ ფაქტის შესახებ არსებულ მასალებს, ალბათ, აღნიშნული დეზინფორმაცია, რომელიმე მათ მიერ ახლადკურთხეულმა ეპისკოპოსმა მიაწოდა",-აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, თემასთან დაკავშირებით ქუთაისის "გირჩის" ოფისში თემურ ცამციშვილმა ბრიფინგი გამართა.
''ქუთაისის მერია ''ტორპედოს'' აუქციონზე გატანას აჭიანურებს''
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















