|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

" ახალგაზრდებს მტრის ტყვია მაშინ მოხვდათ როცა საკუთარი ქვეყნის მომავალს იცავდნენ"

,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ ქუთაისის ახალგაზრდული  მიმართულების წევრები 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ

გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ.  ახალგაზრდებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, გარდაცვლილ მებრძოლთა სახელზე სანთლები დაანთეს და ფრანები გაუშვეს.  

,,ზუსტად 8 წლის წინ განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა რომ ვართ  ერი, რომელსაც არ გვაქვს მოდუნების უფლება. 2008 წელს ქართველ გმირთა  რიგებს მიემატა ასეულობით ახალგაზრდა, რომელთაც მტრის ტყვია მაშინ მოხვდათ როცა საკუთარი ქვეყნის მომავალს იცავდნენ. მტერი კი მუდმივად  ქვეყნის შიგნით არსებული ქაოსის პარალელურად ძლიერდება. ჩვენ ვფიქრობთ, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად ყველა უნდა შეთანხმდეს რომ ქვეყანა დგას ძალიან რთული გამოწვევის-ოკუპაციის წინაშე და ოკუპანტს უკან  მხოლოდ ერთიანი ძალებით დავახევინებთ იმის მიუხედავად თუ რა ძალას ფლობს ის.“ -აღნიშნა ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელმა კობა ჩიხლაძემ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა