|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აშშ-ს ელჩმა წყალტუბოს სასათბურე მეურნეობა მოინახულა

 ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და USAID -ის მისიის დირექტორი დუგლას ბოლი წყალტუბოში  სასათბურე მეურნეობა „ჰერბიას“ ესტუმრნენ.
„ჰერბია“ ნაწილობრივ USAID -ის ფინანსური მხარდჭერით შეიქნმა და მასში ამერიკის დახმარების წილი 80 000 ამერიკული დოლარია. ფინანსური მხარდაჭერა ძირითადად ტექნოლოგიების შეძენაში განხორციელდა. მწვანილის და ბოსტნეულის საჭრელი დანადგარი, ცივად შენახვის აღჭურვილობა, ბოსტნეულის სარეცხი და საშრობი დანადგარი, შესაფუთი დანადგარი, ეს USAID -ის მიერ წყალტუბოს სასათბურე მეურნებობაში გაწეული საჩუქარია.
„ჰერბეას“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ ელჩს და სხვა სტუმრებს საწარმოს განვითარების ისტორია დეტალურად გააცნო და აღნიშნა რომ დღესდღეობით ეს მეურნეობა ერთადერთია საქართველოს მასშატაბით, რომელიც გლობალ გაპი-ს სტანდარტებს აკმაყოფილებს. „ჰერბიაში მოჰყავთ შხამ-ქიმიკატების გარეშე წარმოებული, ნატურალური პროდუქტი შესაბამისი შეფუთვით და წარმოების ტექნოლოგიებით. აქ წარმოებული მწვანილი გადის ევროპის ისეთ ქვეყნებში როგორიცა, ბუგარეთი, ჰოლანდია, გერმანია“, - განაცხადა ამერიკის ელჩთან საუბრისას „ჰერბეას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ.


თავად იან კერმა პირადად დააგემოვნა „ჰერბიას“ სათბურებში მოყვანილი შავი და ყვითელი პომიდორი. USAID -ის მისიის დირექტორთან ერთად მონაწილეობა მიიღო მოსავლის აღებაში. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს კონსტანტინე მამისეიშვილს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისთვის დ აღნიშნეს რომ სავაჭრო ცენტრებში სწორედ წყალტუბოში წარმოებულ მწვანილს ეძებენ.


„ჰერბეას“ რებრენდინი 2006 წლიდან დაიწყო და დღესდღეობით 230 ტონაზე მეტ პროდუქციას გამოიმუშავებს. აქვს მილიონზე მეტი ბრუნვა და გარდა საკუთარი სათბურებისა სხვადასხვა 100-მდე ფერმერისგან იღებს მწვანილს და ბოსტნეულს.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა