სტუდენტები თვითმმართველობის საქმიანობის ზედამხედველობის საბჭოს ქმნიან
ქუთაისში სტუდენტებმა პროექტის - "შენ - აქტიური მოქალაქის" ფარგლებში აქცია გამართეს. მათი მოთხოვნაა შეიქმნას საბჭო, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას. პროექტში ქუთაისის უნივერსიტეტებიდან 80 სტუდენტია ჩართული.
"კოდექსიდან გამომდინარე, ნებისმიერ მოქალაქეს გვაქვს უფლება ზედამხედველობა გავუწიოთ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას. ვაპირებთ, შეიქმნას საბჭო, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ბიუჯეტის განხილვაში და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში",-აღნიშნა სტუდენტმა გიორგი ბურჯალიანმა.
სტუდენტურ პროექტს ფრიდრიხ ებერტის ფონდი აფინანსებს. პროექტი საქართველოს 5 უნივერსიტეტში ხორციელდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















