|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ახალი ნაგავსაყრელი მცირე მეწარმეობას გაანადგურებს"

მომწამვლელი ფლორისა და ფაუნისთვის–ასეთია შესაფება იმერეთის ახალი ნაგავსაყრელის, რომელიც ქუთაისთან ახლოს, სოფელ ჭოგნარში შენდება. რეგიონალური ნაგავსაყრელი იმერეთის გარდა,  რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს მოემსახურება. ტერიტორია, სადაც ნაგავსაყრელი უნდა აშენდეს, დასახლებულ პუნქტიდან 500 მეტრით არის დაშორებული. მისი მშენებლობა არაერთხელ გააპროტესტეს ადგილობრივებმა. მათი თქმით, მათ პრობლემები ექმნებათ, რის გამოც 4000 ხელმოწერა შეაგროვეს და რეგიონულ განვითარების სამინისტროს მიაწოდეს, თუმცა საკითხის შესწავლა არ მომხდარა.

ახალ ნაგავსაყრელს  ,,ახალი საქართველოს” ქუთაისის ოფისის ბრიფინგიც მიეძღვნა. ორგანიზაციის წარმომადგენლის ზაალ ხონელიძის განცხადებით, ნაგავსაყრელიდან წამოსული საფრთხე ადგილობრივ მოსახლეობას ემუქრება.

"ნაგავსაყრელი, რომელიც მხოლოდ 500 მეტრით არის დაშორებული მოსახლეობასთან, არაერთი საფრთხის შემცველია. პრობლემები შეექმნება რამდენიმე სოფელს და ქუთაისის რამდენიმე უბანს. ეს არის ქარიანი ადგილი, სადაც მოხდება გადამუშავებული ნაგვის გაფანტვა. ამავდროულად არის დამრეცი ტერიტორია, რომელიც  ჭოგნარამდე გრძელდება. წყალი ჩადის მდინარე ეკლარამდე, რომელიც  ამარაგებს სასმელი წყლით სოფლებს. წყალზე არსებობს  თევზსაცავები.  განადგურდება ყველა ცოცხალი ბინადარი. პრობლემები შეექმნებათ ქვის საწარმოებს, სადაც მოიხმარენ მუშები ამ წყალს. განადგურდება მცირე მეწარმეობა, რადგან ამ სოფლების მცხოვრებთა წარმოებულ ყველს და მაწონს აღარავინ იყიდის. განადგურდება ფუტკარი და მწვანე საფარი, რომელთა უმეტესობაც წითელ წიგნშია შეტანილი. პრობლემები რომ შეიქმება,  ამის საფუძველს გვაძლევს ლილოს ბაზართან არსებული ნაგავსაყრელი, რომელსაც "მყარი ნარჩენების კომპანია" აწარმოებს. პრობლემების გამო მოსახლოების ადგილზე გაჩერება შეუძლებელი ხდება",–განაცხადა ზაალ ხონელიძემ.

მისივე თქმით, იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელი მოსახლოებიდან 15 კილომეტრით უნდა იყოს დაშორებული. თუმცა სამინისტრო თანხის დაზოგვას ცდილობს მოსახლოების ხარჯზე. ხონელიძის თქმით, ადგილი გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად უნდა მოიძებნოს.

,,ახალი საქართველოს” წევრები აცხადებენ, რომ ნაგავსაყრელის გადატანის მოთხოვნით ბოლომდე იბრძოლებენ, ვიდრე ახალი ადგილის შერჩევა არ მოხდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა