|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ბაბუა რაღაც საშუალებით მიაძინეს და ბავშვი წაიყვანეს“

„ნიუპრესზე“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ქუთაისში ბავშვების გატაცების შესაძლო მცდელობებზე არაერთი გამოხმაურება მოყვა.

მოქალაქეები სოციალურ ქსელში  ბავშვების და მოხუცების გატაცების მცდელობებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ქალაქში რამდენიმე ფაქტი გახმაურდა, თუმცა ყველა შემთხვევა არ გამართლდა.

„დღეს შევიტყვე ინფორმაცია, რომ ბაბუას გამოჰყავდა სკოლიდან შვილიშვილი, ბაბუა რაღაც საშუალებით მიაძინეს და ბავშვი წაიყვანეს, მღვდლის ფორმაში გამოწყობილებმა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა გორაზე, მეორე საშუალო სკოლასა და სულხან-საბას გამზირზე მდებარე ბაღში. საბედნიეროდ, ყველა მცდელობა არ მართლდება.  ეს რომ ჭორი იყოს, ამდენ ხანს არ გაგრძელდებოდა. მედია არ ავრცელებს ინფორმაციას, ან არ აწყობთ გავრცელება. სავარაუდოდ, ამ ყველაფერს სერიოზული საფუძველი უდევს“, -წერს ერთ-ერთი მოქალაქე.

გატაცების მიზეზად ორგანოებით ვაჭრობა სახელდება. ინფორმაციას უსაფუძვლოს უწოდებს შსს.  პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ ქუთაისში ბავშვის გატაცების ფაქტი არ დაფიქსირებულა. მათი თქმით, "სიცრუის ტირაჟირება" ხდება, თუმცა რატომ და რა მიზნით ვრცელდება მსგავსი ინფორმაცია ამაზე ვერ გვიპასუხებენ. აპირებს თუ არა შსს განცხადების გაკეთებას მოსახლეობაში არსებული პანიკის გასაქარწყლებად, გვპასუხობენ, რომ ყველა მედია საშუალებასთან ინდივიდუალურად აკეთებენ განცხადებას.  

ამავდროულად სკოლებში მშობლების გაფრთხილება ხდება. იმ ბავშვების მშობლებს, რომელთა შვილებიც სკოლიდან მარტო გამოდიოდნენ განცხადება დააწერინეს, რომ მათ შვილზე პასუხისმგებლობას თავად იღებენ.

 

 (ფოტო არ ასახავს ისტორიას)

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.36%
გაუარესდა - 49.09%
არ შეცვლილა - 14.55%
სულ - 55 ხმა