ქუთაისის სასამართლოში ზაალ ხონელიძის სასამართლო პროცესი გაიმართა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბაგა-ბაღების გაერთიანების N1 ფილიალის ყოფილი დირექტორის ზაალ ხონელიძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
მომდევნო სხდომა 12 სექტემბრისთვის ჩაინიშნა. ზაალ ხონელიძის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს N1 ფილიალის თანამშრომელი.
ბაღების გაერთიანების ადვოკატის მტკიცებით - ზაალ ხონელიძეს მიზნად ჰქონდა ქალაქის ხელისუფლებისთვის ჩრდილი მიეყენებინა და ბაღების გაერთიანების მუშაობის პარალიზება მოეხდინა.
,,ჩემი მიზანია სასამართლოს მეშვეობით დავამტკიცო, რომ 2016 წლის 12 იანვარს ჩემი გათავისუფლება უკანონოდ მოხდა. თუ ბაღების საყოველთაო გაფიცვა ჩემს ინტერესებში შედიოდა, როგორც ამას მოწინააღმდეგე მხარე ამტკიცებს, მაშინ გაიფიცებოდა მე-10-ე ბაღიც, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლდით #1 პირველი ფილიალის პარალელურად, ანუ ორი ბაღის ხელმძღვანელი ვიყავი ერთდროულად. რამდენი მოწმეც არ უნდა გამოვიდეს ჩემს წინააღმდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი, რომ ნებისმიერი მოწმის ცრუ ჩვენება უმკაცრესად ისჯება კანონმდებლობით,"- განაცხადა ზაალ ხონელიძემ.
მისი თქმით, მე მჯერა, მისი საქმე ანალოგიურია მისი კოლეგის ნანა კაკურიას საქმის, რომელიც სასამართლომ გაამართლა, რის შემდეგ ის სამსახურში აღადგინეს. "ჩემი ბრძანებაც ანალოგიურია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მალე სამართალი იზეიმებს“, -აცხადებს ხონელიძე.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















