|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში დარღვევები დაფიქსირდა

არჩევნების მეორე ტურის დაწყებასთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დამკვირვებლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა. დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 6, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 2, წილისყრის პროცედურის დარღვევის 3 და მარკირების გარეშე ხმის მიცემის 1 შემთხვევა.

მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის ფაქტი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა #51 ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქის #21 საარჩევნო უბანზე (ბაღდათი) დააფიქსირა. ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 10 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 9 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში – 6 საჩივარი. „სამართლიანი არჩევნების“

 არჩევნების მეორე ტურს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 700-მდე დამკვირვებლისგან შემდგარი მისიით 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აკვირდება.

ამ დროის მონაცემებით ბაღდათში არჩევანი 1 780-მა ამომრჩეველმა გააკეთა.

წყარო: ჩემი ხარაგაული

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა