ბაღდათში 6 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი
28 ივლისს მოსული ნალექის შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში როხსა და წითელხევში სოფლის ადიდებულმა მდინარემ ხიდ–ბოგირები წაიღო. 6 მოსახლე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასევე, დაიტბორა 9 ოჯახი.
როგორც ნიუპრესს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი გელა მშვილდაძე. ისინი დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდნენ.
დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო და ხვალ დასრულდება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















