|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში 8400 აბონენტს ელექტორენერგიის მიწოდება შეეზღუდება

6 ივლისს მაღალი ძაბვის ქვესადგურებში „ბაღდათი 110“ და „საირმე“ დაგეგმილია პროფილაქტიკური სამუშაოები. რის გამოც 06:00 საათიდან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ბაღდათის დაახლოებით 8400 მომხმარებელს.

დაგეგმილი სამუშაოების გამო ძაბვის მიწოდება შეწყდება ქალაქ ბაღდათში და სოფლებში ფერსათი, წითელხევი, დიმი, ობჩა, ნერგეეთი, წყალთაშუა, დაფენილი, წაბლარასხევი, ალისმერეთი, კაკასხიდი, ხანი, ზეგანი, ნებიერეთი, საკრაულა, აგრეთვე - კურორტ საირმეს. აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა