ბაღდათში საარჩევო უბნებზე რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა
ბაღდათში ბოლო მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 46%-მა მიიღო. ბაღდათის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, არჩილ სიგუნავას განცხადებით, სულ 12,990-მა ამომრჩეველმა გამოხატა თავისი პოზიცია. საჩივარი 5 საარჩევნო უბანზე დაიწერა. საჩივარი საკონტროლო ფურცელზე პირველი ამომრჩევლის არ დაფიქსირების გამო შედგა.
დარღვევები დაფიქსირდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩის # 15-ე უბანზე, სადაც რეგისტრატორებმა თვითნებურად შეცვალეს ადგილები.
ინფორმაციას ადგილზე მყოფი ჟურნალისტი გიგა გელხვიიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, კომისიის წევრები, კომისიის თავმჯდომარესთან შეუთანხმებლად გადიან უბნის გარეთ, ქუჩაში და ამომრჩევლებთან აგიტაციას ეწევიან. ასევე ამომრჩევლის კაბინაში ერთდროულად შესვლა დაფიქსირდა. ამ ფაქტებზე დაიწერა 3 საჩივარი, თუმცა კომისიამ განხილვაში მხოლოდ ერთი მიიღო.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















