|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში სტიქიისაგან დაზიანებული გზები იწმინდება

ბაღდათში სტიქიის შედეგადად დაზიანებული ბაღდათი-საირმის, როხისა და წითელხევის გზის მონაკვეთები უმეტესად გაწმენდილია - ამის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტში აცხადებენ.  

"6 ივლისს ღამით ძლიერი წვიმის შედეგად სოფელი წითელხევი კიდევ უფრო მეტად დაზარალდა, ასევე სოფელ პირველ და მეორე ობჩაში წვიმის შედეგად გზები და სანიაღვრე სისტემაა დაზიანებული. გზის გაწმენდითი სამუშაოები არ წყდება და აქტიურად მიმდინარეობს. ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებულ სტიქიასთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობასთან აქტიურ კავშირშია იმერეთის გუბერნია და “რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო”, - აცხადებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ამ დროისათვის  მიმდინარეობს სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის თვლა.

შეგახსენებთ,  4-5 ივლისს ბაღდათში ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მეწყერი ჩამოწვა ბაღდათი- საირმის გზაზე.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა