|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეხვდება თუ არა ქუთაისის საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს ცხელი წყლის სისტემით?

ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანებაში 18 აპრილს გამოცხადებული ტენდერი დასრულდა, რომლის ფარგლებში ქუთაისის საბავშვო ბაღებში ცხელი წყლის სისტემის დამონტაჟება უნდა მოხდეს.

სამუშაოებისათვის თავდაპირველად მერიამ განაცხადა, რომ  500 000 ლარი გამოიყოფებოდა, თუმცა გაერთიანების შესყიდვების კოორდინატორი აკაკი ორბელაძე განმარტავს, რომ ტენდერი 530 000 ლარზე გამოცხადდა. მასში მონაწილოება სამმა შპს-მ მიიღო. სამუშაოების შესრულებას დაბალ თანხაში აპირებდა შპს "თბომშენი", მაგრამ  სატენდერო ხელშეკრულებაში ჩადებული პირობების გამო, რაც 5 წლის გამოცდილებას გულისხმობდა, ტენდერს გამოეთიშა. ამჟამად ხელშეკრულება შპს "თაგი"–სთან ფორმდება, რომელმა შეთავაზებული 530 000 ლარის ნაცვლად სამუშაოები 424 000 ლარად, 106 000 ლარით ნაკლებად უნდა შეასრულოს. თანხაში გამარჯვებულმა გაერთიანების ყველა ფილიალში ცხელი წყალის მიწოდება უნდა უზრუნველყოს. სამუშაოები 70 დღეში უნდა დასრულდეს.  სავარაუდოდ, ახალი სასწავლო წლიდან ბაღებში ცხელის წყლის სერვისი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნომერ პირველი ბაღის ყოფილი გამგე ზაალ ხონელიძე გაერთიანებას გასულ წელს წყლის სისტემისათვის  განკუთვნილი  თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში  ადანაშაულებდა.  მისი განცხადებით, ცხელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია გასულ წელს უნდა მომხდარიყო, თუმცა გაერთიანებამ თანხა პრემიებსა და კაბინეტების რემონტში  დახარჯა. ფაქტს არ ადასტურებდნენ გაერთიანებაში.

                                                                                                                                   

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა