|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გათავისუფლებული გამგის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანებაში ერთდღიანი აქციის გამო გათავისუფლებული გამგეების სასამართლო პროცესი გრძელდება. დღეს 14:30 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო #13 ბაგა–ბაღის ყოფილი გამგის, მაკა აბულაძის სარჩელს განიხილავს. აბულაძის ინტერესებს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებას სასამართლო დავა მოუგო #13 ბაღის გამგემ ნანა კაკურიამ. სასამართლომ გაერთიანებას კაკურიას სამსახურში დაბრუნება დაავალა, რაც გაერთიანებამ შეასრულა, თუმცა ამავდროულად,  საქალაქოს სასამართლოს განჩინების გასასაჩივრებლად სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა