"ბავშვები დახტუნაობდნენ მინაზე" - "თეთრი ხიდის" დაზიანების მიზეზს მერიის მაღალჩინოსანი განმარტავს
ბავშვები დახტუნაობდნენ მინაზე - ამის შესახებ განცხადება ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ ტელეკომპანია "მეგატივის" ეთერში განაცხადა.
ზვიად ჯავახიას განმარტებით, ქუთაისში "თეთრ ხიდზე" მინის დაზიანების მიზეზი გამოძიებამ დაადგინა. მისი თქმით, იდენტიფიცირებულია პირები, ვინც ახლადრეაბილიტირებული ხიდი დააზიანა.
"დიახ, ძალიან კარგად იმუშავა ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებმა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ამ საქმის გამოძიებაში იყო ჩართული, დადგენილია ის პიროვნებები, ვინც განზრახ თუ გაუფრთილებლობით, ეს გამოძიების საქმეა (ხიდი დააზიანა).. პირდაპირ გეტყვით, ეს არის ბავშვების თამაში, რომლებიც დახტუნაოდნენ მინაზე"-განაცხადა ზვიად ჯავახიამ.
მისი განმარტებით, ბავშვები სკეიტებით დახტუნაობდნენ მინაზე.
"მინა ძალიან სქელია, მაგრამ არის კუთხის ნაწილზე ჩამოტეხილი, დიდი ბოდიში, მაგრამ სკეიტბორდით არ უნდა იხტუნავო, მითუმეტეს მინაზე, როდესაც არაჩვეულებრივი სკეიტპარკი გაუკეთა მერიამ, სხვათაშორის, მათი მოთხოვნით, შეეძლოთ იქ და არა მინაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, სახიფათოა"- განაცხადა ჯავახიამ. (საუბრის სტილი დაცულია)
მისი თქმით, მიუხედავად ბზარისა, ხიდი უსაფრთხოა.
შეგახსენებთ, ახლადრეაბილიტირებულ "თეთრ ხიდზე" მინა დაიბზარა, ფაქტზე კი გამოძიება დაიწყო.
ქუთაისში ახლადრეაბილიტირებულ "თეთრ ხიდზე" მინა დაიბზარა
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















