|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ბაზრობაზე ორმა მამაკაცმა ჩანთა ხელიდან გამომტაცა“

ქუთაისში, მოქალაქეების განცხადებით, ძარცვის ფაქტები გახშირდა. მათივე თქმით, ჩანთის წართმევის შემთხვევები თითქმის ყოველდღეა.

ერთ-ერთი დაზარალებული „ნიუპრესს“ დაუკავშირდა და აცნობა, რომ  ფალიაშვილზე ე.წ. მწვანე ბაზართან ორმა მამაკაცმა ხელჩანთა წაართვა.

„ბაზრობაზე ვიყავი, რა დროსაც ერთმა მამაკაცმა ჩანთა გამომტაცა, მეორეს გადასცა და გაიქცნენ, დაედევნენ მოქალაქები, მაგრამ ვერ დაიჭირეს. მსგავსი ფაქტები გახშირდა, თითქმის ყოველდღე გვესმის, რომ ვიღაც გაქურდეს. ძირითადად ხალხმრავალ ადგილებზე ხდება, უცებ შეერევიან მოქალაქეებში და ვეღარ ხდება მათი დაჭერა. პოლიციასთვის არ მიმიმართავს, არა მგონი, რომ იპოვონ და მე კიდევ უნდა მატარონ დაკითხვებზე. მინდა, რომ მოქალაქეები გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ, რადგან შეიძლება ნებისმიერ დროს მათაც იგივე დაემართოთ“, -განაცხადა დაზარალებულმა.

შს სამინისტრო ქუთაისში ძარცვის ფაქტების გახშირებას არ ადასტურებს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა