ხოსე კარერასი: "ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვარ"
ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტისთვის ემზადებიან. სამზადისი აქტიურ ფაზაში შევიდა. თითქმის დასრულებულია სცენის მონტაჟი. კონცერტზე დასწრება თავისუფალია, თუმცა თავად შემსრულებლის მოთხოვნით სცენის წინ განთავსდება 900 სკამი, სადაც კულტურის და განათლების სფეროს წარმომადგენლები ასევე შშმ პირები დასხდებიან.
სცენა ცენტრალურ მოედანზეა დამონტაჟებული. მომღერალი ქუთაისში გუშინ ჩამოვიდა. მან აეროპორტში კომენტარი გააკეთა.
"უპირველეს ყოვლისა, ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვარ. ახალ ადამიანებთან, ახალ აუდიტორიასთან შეხვედრა ჩემთვის გამოწვევაა. იმედი მაქვს, შევძლებთ, მსმენელს კარგი კონცერტი შევთავაზოთ და ისინი ამით ისიამოვნებენ“, - განაცხადა კარერასმა აეროპორტში.
კონცერტამდე გენერალურ რეპეტიციას გაივლის. კონცერტი 19:00საათზე დაიწყება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















