|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიბლიოთეკის თანამშრომლები ერთი დღით შვილებმა შეცვალეს(PHOTO)

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაც შეუერთდა. ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკაში მისულ მკითხველებს ახალი თანამშრომლები ემსახურებიან. ბიბლიოთეკის ინიციატივით, თანამშრომლების ადგილი ერთი დღით მათმა შვილებმა დაიკავეს. ბიბლიოთეკის პრესსამსახურის განცხადებით, აქციის მიზანია შვილები გაეცნონ და გაითავისონ მათი მშობლების საქმიანობა. მიხვდნენ რამდენად მნიშვნელოვანია ბიბლიოთეკა და შეიყვარონ წიგნები.

აქციაში 30–მდე ბავშვი მონაწილეობს. მათი თქმით, ბიბლიოთეკაში მუშაობა საინტერესო და ამავდროულად, რთულია.

აქცია ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ყოველი წლის 1 ივნისს ბავშვები ბიბლიოთეკის საქმიანობას ეცნობიან.

 

 

 

 

   

           

                                                               

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი