|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიძინა ივანიშვილი:"ქართულმა ოცნებამ" 95 მანდატი უნდა მიიღოს"

 „კოალიციური მთავრობა რესურსების გადანაწილებით იქნება დაკავებული. ეს კარგი იქნება დემოკრატიისათვის, მაგრამ პრობლემებს შექმნის  მართვის მხრივ. გაჭირდება პროექტების განხორციელება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე. მისი თქმით,  საპარლამენტო  არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" მინიმუმ  95  მანდატი უნდა მიიღოს, რომ მთავრობის  დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს.   "ამიტომ ხალხს მოვუწოდებ,  არჩევნებში მხარი ქართულ ოცნებას დაუჭიროს", -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ნიუპრესის" კითხვაზე,  თუ ვის დაუჭერს მხარს ქუთაისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად,  ივანიშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატურები ჯერ შერჩეული არაა.

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა