ბიძინა ივანიშვილი: "რეგიონებში შეხვედრებს სექტემბრიდან დავიწყებ"
"დაზუსტებული არ მაქვს, მაგრამ რეგიონებში შეხვედრებს პირველი სექტემბრიდან დავიწყებ. ვფიქრობ, კვირაში ორი შეხვედრა გავაკეთო, ორშაბათს და ხუთშაბათს, რომ მოვასწრო ათივე რეგიონში და ალბათ, თბილისშიც მომიწევს ერთი ან ორი სატელევიზიო გამოსვლა, თუ შეხვედრა აქტივთან", -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. ის გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა.
ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო პერიოდში გააქტიურება შემთხვევითი არაა. მისი თქმით, არსებობს ხიფათი იმისა, რომ მოსახლეობა დაიბნეს, სწორად ვერ შეაფასოს და არ დააფასოს ის ფასეულობები, რაც დანერგა "ქართულმა ოცნებამ".
„არ შეექმნათ ილუზია იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა", რაღაც ფოკუსებს ჩააატარებენ, არ მოტყუვდნენ და არ გადააფასონ ის ფასეულობები, რაც დანერგა "ქართულმა ოცნებამ"და არ წავიდნენ მცდარი გზით“-განაცხადა ივანიშვილმა. "არა მარტო "ნაციონალური მოძრაობა" უამრავი პარტიებია, ისეც ცოცხლები არიან ნათელაშვილები, კუკავები, ერთკაციანი პარტიები, იმდენია, რამდენიც გნებავთ. მათ შეუძლიათ ამ ფონზე, რომ ყველას ყველაფრის უფლება აქვს, ქმედების, ქუჩაში გამოსვლის, მოსახლეობა დააბნიონ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაში. ევროპაში მიდიან დღეს თავისუფლად, უყურებენ როგორ ცხოვრობენ, ჩამოდიან და აქ დანგრეული ეკონომიკა ხვდებათ, შეჭირვებული ოჯახები, ნახევრად ცარიელი მაცივრები - მათი ცდუნება შეიძლება უფრო მარტივად“, - აღნიშნა მან.
"შემთხვევით არაფერი მომხდარა, რაც არის დღეს"-აცხადებს ივანიშვილი. მისი თქმით, ის ფასეულობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დანერგა და დასაფასებელია, უპირველესად არის ის, რომ მან შექმნა პრეცედენტი ხელისუფლების ზენიტში ყოფნის დროს ძალაუფლების დათმობის, რომელიც შემდეგ მისმა მემკვიდრემ ირაკლი ღარიბაშვილმა გაიმეორა. როგორც ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ ტელეჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრისას განაცხადა, როგორც კი გაჩნდა პრობლემები ღარიბაშვილის ნათესავებთან დაკავშირებით, მან დათმო ძალაუფლება. კვირიკაშვილი კი, ყოფილი პრემიერის შეფასებით, ძალიან დასაფასებებლი პოროვნებაა, რომელთან მიმართებაში მსგავსი კითხვის ნიშნები არ არსებობს.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილი შეხვედრების გაგრძელებას ჟურნალისტებთანაც გეგმავს, 14 ივნისს ის პრესისა და ინტერნეტმედიის წარმომადგენლებს შეხვდება.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















