|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიძინა ივანიშვილი ტყიბულისათვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს

ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი ტყიბულის სტატუსს შეეხო. ჟურნალისტიკის კითხვაზე, რატომ ვერ მიიღი ტყიბულმა მაღალმთიანი სოფლის სტატუსი, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამ საკითხს რეკომენდაციას გაუწევს.

"დიდი სიამოვნებით გავუწევდი რეკომენდაციას ტყიბულისთვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭებას, როგორც მახსოვს, სამი ნიშნით ხდებოდა შეფასება. რამდენად არის დემოგრაფიული პრობლემები, რამდენად არის სახნავი მიწები და მიწის მოხმარება რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს. კონკრეტულად ალბათ ვერ გაგცემთ პასუხს. მთავარი რაც გახლავთ, ბიუჯეტი არ არის განუზომელი. სურვილი არის, რომ დახმარება ბევრს გავუწიოთ, მაგრამ ბიუჯეტში არ არის ამის საშუალება. ეკონომიკის ზრდასთან ერთად, შეიძლება გავზარდოთ ალბათ რაოდენობა. ეკონომიკა და შემოსავალი უნდა გავზარდოთ. მეც იმედი მაქვს, რომ რეგიონს მაღალმთიანობის სტატუსი მიენიჭება,” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა