|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიძინა ივანიშვილი: "ხო არ გავჩერდე და "ნაციონალური მოძრაობა" მივუშვა?"

 მედიასაშუალებებთან გამართულ შეხვედრაზე  „ტაბულას“ წარმომადგენლის დასმულ კითხვაზე, „თავს ხომ არ იგდებთ საფრთხეში, რადგან შესაძლოა ანგარიშები გაგიყინონ?-  ივანიშვილმა უპასუხა, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდება.   

"ადამიანის უფლებების დარღვევის გამო საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნით, შესაძლოა, თქვენი ანგარიშები დაყადაღდეს.  ამერიკელი კონგრესმენი  სტივ რასელიც  გამოვიდა  მოწოდებით, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გაგიყონონ ფინანსური რესურსები, სანქციები ითვალისწინებს ასევე ქონების  დაყადაღებას და სავიზო შეზღუდვებს“,-აღნიშნა ჟურნალისტმა.

„ეს არის თქვენი ოცნება. ხო არ გავჩერდე და "ნაციონალური მოძრაობა" მივუშვა?  არ გავჩერდები და უკან ვეღარაფერს შემოაბრუნებთ.  ვერაფრით  მოხერხდება ის, რომ მე შემაჩერონ“, -უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა დასმულ შეკითხვას.

შემდეგ კითხვაზე: „ხომ არ ნანობთ, რომ პოლიტიკაში მოხვედით?“ ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა: „მე არავის არაფერს ვამადლი, მაგრამ ჩემი პოლიტიკაში მოსვლით მაშინ თავი საფრთხეში ჩავიგდე, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დატრიალებულიყო ტრაგედია“,- განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილის საკითხთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ არ დასტურდება, რომ სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადა. 

   

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა