|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიძინა ივანიშვილს მონარქიის აღდგენის მოთხოვნით მიმართავენ

საქართველოს სამეფო კლუბი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. კლუბი გამოდის ინიციატივით, საქართველოში საპარლამენტო მონარქიის დაწესების შესახებ და ყოფილ პრემიერს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას სთხოვს.

კლუბის სპიკერის გაიოზ მამალაძის თქმით, "ქართულ ოცნებაში" გაითვალისწინებენ ივანიშვილის პოზიციას, ვინაიდან ყოფილი პრემიერი დიდი გავლენით სარგებლობს პოლიტიკურ გაერთიანებაში.

„დღეს საპარლამენტო მონარქიის იდეა უკვე მომწიფებულია, ფაქტობრივად მისულია საქმე იქამდე, რომ ცერემონიალური და სიმბოლური მმართველობა პრეზიდენტის მაგივრად, უფრო იაფ მმართველს, უფრო მეტად დემოკრატიულს და უფრო მეტად ყველასათვის მისაღებს გადაეცეს, ეს იქნება მეფე,“- განაცხადა საქართველოს სამეფო კლუბის სპიკერმა გაიოზ მამალაძემ.

ის სავარაუდო კანდიდატასაც ასახელებს და ასეთად  ბატონიშვილი ნუგზარის შვილიშვილს დავითისა და  ანას  შვილს, უფლისწული გიორგის ასახელებს.

მამალაძის განცხადებით, ყველასათვის ცხადია, რომ ეკლესია ამას მხარს უჭერს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა