|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ბიუჯეტის განხილვა სწორედ ნატო ქათამაძის გამო ჩაიშალა“

საკრებულოს მაჟორიტარი–დეპუტატის ნატო ქათამაძის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ ლატარია. ის საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის მიერ ბიუჯეტის  განუხილველობას სწორედ ნატო ქათამაძეს უკავშირებს. ლატარიას განცხადებით, ქათამაძემ თვითონ არ დაუჭირა მხარი ბიუჯეტის განხილვას და, როგორც ყოველთვის, მხოლოდ ბრალდებებით შემოიფარგლა.

„ჩვენ მერიამ მოგვაწოდა ბიუჯეტი, გვქონდა საკმარისი დრო განსახილველად. მოხდა ჯანდაცვის კომისიაზე განხილვა და საფინანსო კომისიასაც უნდა განეხილა, მაგრამ სწორედ ნატო ქათამაძემ, ბესო ბრეგაძემ და კახი დვალიშვილმა არ დაუჭირეს მხარი. მიზეზი, სავარაუდოდ, მერიის მიერ ბიუჯეტი პროექტის უკან გათხოვაა, რითაც ნამდვილად არ მომხდარა რეგლამენტის დარღვევა, ჩვენ გვაქვს ეს პროექტი და შეგვიძია მასზე მუშაობა, მერია კი შესწორებულ პროექტს 10 დეკემბრამდე მოგვაწვდის“,–განაცხადა ლატარიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვს და კითხვაზე, როგორ შეაფასებდა 2016 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, გვპასუხობს:

„ბიუჯეტი არის გაზრდილი და ბევრად კარგი, გათვალისწინებულია სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. რაიმე მნიშვნელოვანი შენიშვნა არ მაქვს, თუმცა რიგი სამუშაოები კიდევ არის“.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა