|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტში სამი პარტია შედის

ცესკომ ახალი მონაცემები წარადგინა, რომლის მიხედვით, 5 პროცენტიანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ამ დორისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხმების 82,55% აქვს დათვლილი:

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 49.26%;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 26,46%;

დავით თარხან-მოურავი ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 5%.

ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები - 4.58%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში 228 საჩივარია შესული. 12 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით დაწერილია საჩივარი უბნის შედეგების ბათილობის თაობაზე.

საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ. ყველაზე მეტი საჩივარი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დაწერილი.

მიქელაძის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს კანონმდებლობით დადგილ ვადაში განიხილავს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა