|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაატა ბურჭულაძე 21 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დღეს წარადგენს

დღეს მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე დასავლეთ საქართველოში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. 
 წარდგენა განმუხურში მოხდება. ბურჭულაძე ამომრჩეველს 21 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს. წარდგენას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად პარტიის სხვა ლიდერებიც დაესწრებიან. 

ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად უკვე მოიაზრებოდნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, თუმცა გაერთიანების გამო კანდიდატების ვინაობა შეიცვალა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ცვლილებას პარტიებს შორის უკმაყოფილებაც მოყვა.

დღესვე გაიმართება ხუთპუნქტიანი შეთანხმების პრეზენტაცია, რაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეთანხმებას ითვალისწინებს, რასაც ისინი აუცილებლად შეასრულებენ. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა