|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაატა ბურჭულაძემ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

მოძრაობამ ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები განმუხურში წარადგინა. ქუთაისის #48 ოლქში გამარჯვებისთვის თემურ ცამციშვილი იბრძოლებს. #49 საარჩევნო ოლქში ზვიად ბაღდავაძე, ხოლო #47 ოლქში ამირან ხვადაგიანი. თემურ ცამციშვილი „ახალი პოლიტიკური ცენტრის- გირჩის“ კანდიდატია, ზვიად ბაღდავაძე - „სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო“, ხოლო ამირან ხვადაგიანი „პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“.

„პოლიტიკოს უნდა ქონდეს ამბიციები კარგი საქმის კეთების. ახლა არაა დრო დაპირებების პოლიტიკის წარმოების, ახლა დროა საქმიანი და საქმეების კეთების პოლიტიკის გატარების. ამიტომაც ვიბრძვი გამარჯვებისთვის. ქუთაისი უნდა იყოს საპარლამენტო ქალაქი, ტურისტულ- ლოჯისტიკური ცენტრი, ძლიერი საუნივერსიტეტო კერებით. ეკონომიკური თავისუფლება, განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დახმარება, საგარეო კურსი- ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროგრამა არის ამ ყველაფრის შექმნის საუკეთესო შესაძლებლობა. მე ვიქნები ხალხთან ერთად იმ საკანონმდებლო ინიციატივების ავტორი, რომელიც მისცემს თვითმმართველობებს შესაძლებლობას ემსახურებოდეს ხალხის ინტერსებს და არა ცენტრალური ხელისუფლების ნებას“,- განაცხადა  ქუთაისის #48 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ცამციშვილმა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა