|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცესკო პირველადი მონაცემები 07:00 საათისთვის

07:00 საათისთვის ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგებით საპარლამენტო არჩევნებში ”ქართულმა ოცნებამ” ხმების 50.16%, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 26.65% მიიღო. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3702 უბნიდან 2213-ის მონაცემები აქვს დათვლილი, რაც უბნების 59.78%-ია.

2213 უბანზე დათვლილი ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების თანახმად, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ” - ხმათა 4.86% მიიღო, „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები” - 4.05%, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” – 3.63%, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა” 3.3%, „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – 3.02% „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები” - 1.46%, „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო” - ამომრჩეველთა 0.84%-ის მხარდაჭერა მიიღო.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა