ცესკომ წყალტუბოს საარჩევო კომისიის განკარგულება ძალაში დატოვა
"გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩეველთა 3%-ზე მეტი არ შეიძლება იყოს შესული"- განმარტა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
საქმე ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საჩივარს ეხება, რომელიც წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის 20 მაისის განკარგულების ბათილად ცნობას ითვალისწინებს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საჩივარი არ განიხილა. მიზეზი არის ის, რომ საჩივარი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო წარდგენილი.
საჩივარი ცესკოს 21 მაისს, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა წარუდგინა. დღევანდელ სხდომაზე კი ის ცესკომ არ განიხილა.
საჩივარი წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება გადასატანი ყუთის სიიდან 3%-ზე მეტი ამომრჩევლის ამოღებას შეეხებოდა.
”კანონმდებლობაში დეტალურად არის აღწერილი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება შევიდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩეველთა მონაცემები და რა შემთხვევაში შეიძლება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში მსგავსი ტიპის ამომრჩეველმა. როგორც კანონმდებლობა ადგენს, მასში ამომრჩეველთა 3%-ზე მეტი არ შეიძლება იყოს შესული. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელოს. სწორედ ასე გააკეთა საოლქო საარჩევნო კომისიამ - მათ იმსჯელეს და ზედმეტი ხალხი - რაოდენობრივად 3%-ზე მეტი, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიიდან ამოიღეს. სწორედ ამ გადაწყვეტილების გაბათილებს ითხოვდა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, - განმარტა ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ, ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ .
ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















