ცესკოს მიერ საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით გამოკითხვის ჩატარება არ დასტურდება
ცესკო სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
ცესკოს განცხადების თანახმად, ”საარჩევნო ადმინისტრაცია არ აწარმოებს არანაირი სახის გამოკითხვებს სუბიექტების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ცესკო მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს, მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით არასწორი ინფორმაციის გაჟღერებისა და გავრცელებისგან”, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, სოციალური ქსელის Facebook-ის მეშვეობით გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით გამოკითხვას ატარებს. მოგვიანებით, აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება და გავრცელება ასევე, მოხდა სოციალური ქსელების სხვა მომხმარებლების მიერ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















