|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ცესკოში 27 პარტიის განაცხადია შესული და მათგან რეგისტრაცია ხუთს აქვს გავლილი"

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განაცხადებით, ცესკო არჩევნების ჩასატარებლად მზად არის. მისი თქმით, ამ ეტაპზე ცესკოში 27 პარტიის განაცხადია შესული და მათგან რეგისტრაცია ხუთს აქვს გავლილი.

ანა მიქელაძის განმარტებით, არსებული კანონმდებლობით, მინისტრებმა, რომლებიც აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თანამდებობა უნდა დატოვონ პარტიული სიის წარდგენის მომენტიდან. 

„იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში და ამავდროულად არ არის კვალიფიციური სუბიექტი, უნდა წარმოადგინონ არანაკლებ 25 000 ხელმოწერა. ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა არის 15 აგვისტო. ხოლო კვალიფიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში, უნდა წარმოადგინონ მხარდამჭერის არანაკლებ 1000-მდე ხელმოწერა, ხოლო კვალიფიციურმა პარტიებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში, არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების თარიღამდე არაუგვიანეს 57 დღისა, უნდა მიმართონ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეგისტრაციის გატარების მიზნით“, - განაცხადა მიქელაძემ.


  ბოლო მონაცემებით,  ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულია 3 473 316 ამომრჩეველი. ამ ეტაპზე შექმნილია 3 634 საარჩევნო უბანი.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა