,,ჩემი სკოლის მატიანე“- კონკურის გამარჯვებულები ქუთაისის მერმა დააჯილდოვა
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, კონკურის ,,ჩემი სკოლის მატიანე“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.
აღნიშნული კონკურსი სკოლების მიერ ბლოგების და სასკოლო მუზეუმების შექმნას ითვალისწინებდა. შერჩევაში მონაწილეობა 38-მა საჯარო სკოლამ მიიღო. გამოვლინდა 3 გამარჯვებული. მათ ფულადი ჯილდო და სიგელები დღეს გადაეცათ.
I ადგილი - N 1 საჯარო სკოლა - 600 ლარი
II ადგილი - N 8 საჯარო სკოლა - 400 ლარი
III ადგილი - N 22 საჯარო სკოლა - 300 ლარი
2015 წლის ოქტომბრიდან მუზეუმი შექმნა N35-ე საჯარო სკოლამ და დაჯილდოვდა 500 ლარით.
პროექტი ასევე, ითვალისწინებს წიგნის ,,ჩემი სკოლის მატიანე“-ს გამოცემას.
კონკურსი საქართველოს მასშტაბით წელს პირველად ჩატარდა და მისი ორგანიზატორი, ქუთაისის მერიის განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებაა.
ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















