|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჰუალინგმა" საქართველოში ავიაკომპანია დაარსა

ჩინური "ჰუალინგის“ მიერ საქართველოში დაარსებული ავიაკომპანია ოპერირებას სავარაუდოდ 6 თვეში დაიწყებს. ამ ეტაპზე, კომპანია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გადის პროცედურებს, რომელსაც 4 თვიდან 6 თვემდე ვადა სჭირდება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა ახალი ავიაკომპანია ფრენის ლიცენზიას. პარალელურად, მიმდინარეობს ავიაკომპანიის თვითმფრინავების შემოწმებაც.

როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გურამ ჯალაღონიამ განაცხადა, ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა ქვეყნის შიგნით ავიაკომპანიებს შორის კონკურენციის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს, რაცმისივე თქმით, მომსახურების ხარისხზე აისახება. გურამ ჯალაღონიას განცხადებითვე, ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად შეიცვლება საფასო პოლიტიკა. აღნიშნული იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დაემთხვევა ერთმანეთს „ჰუალინგის“ და "ჯორჯიან ეარვეისის“ მიმართულებები.

ასევე როგორც ცნობილი გახდა, კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ტექნიკური მომსახურებისა და საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მომზადების ცენტრის შექმნით, რაც ავიაციის სფეროში კადრების გადამზადებას გულისხმობს.

„ჰუალინგის“ დაარსებული ავიაკომპანია My way airlines-ის სახელით იფრენს და პირველ ეტაპზე ფრენებს თბილისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით განახორციელებს, სამომავლოდ, შესაძლოა, კომპანიამ პირდაპირი რეისები შეასრულოს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

წყარო:businesscontact.ge

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა