„ჩვენ იმდენად არ გვაქვს უმუშევრობის პრობლემა, რამდენადაც კვალიფიციური მუშახელის“
„ჩვენ იმდენად არ გვაქვს უმუშევრობის პრობლემა, რამდენადაც კვალიფიციური მუშახელის“,-ასე აფასებს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი დასაქმების პრობლემას. მისი თქმით, ხშირად ადამიანებმა არ იციან, რა შესთავაზონ დამსაქმებლებს.
„ჩემს სამაჟორიტარო ოლქში პირველი პრობლემა არის ინფრასტრუქტურული საკითხები, კერძოდ კანალიზაცია, თუმცა უკვე გამოყოფილია 110 მილიონი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. არის დასაქმების პრობლემა, თუმცა ჩვენ იმდენად არა გვაქვს უმუშევრობის პრობლემა, რამდენადაც კვალიფიციური მუშახელის შეთავაზების. ჩვენ კარგად არ ვიცით, რა შევთავაზოთ დამსაქმებელს, ამაზე ხელისუფლებამ მეტი უნდა იფიქროს“, - განაცხადა ნარჩემაშვილმა.
ის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად არარეალურ თვითმმართველობასაც ასახელებს. მისი თქმით, თვითმმართველობებს მეტი დამოუკიდებლობა სჭირდებათ, რომ უკეთ და თავად გადაწყვიტონ თავიანთი პრობლემები.
რაც შეეხება მის არჩევანს ქუთაისის მაჟორიტარობასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ ქუთაისი მისი მშობლიური ქალაქია და არჩევანიც იმ ქალაქზე გააკეთა, სადაც მეტი რესურსი აქვს. სამაჟორიტარო ოლქი კი მისი ინდუსტრიული წარსულის გამო შეარჩია.
„ავტოქარხანა საინტერესო ოლქია ინდუსტრიული თვალსაზრისით, მაინტერესებდა ისევ იყო თუ არა ეს განწყობა ხალხში შემორჩენილი“, -აცხადებს ნარჩემაშვილი.
მაჟორიტარობის შემთხვევაში აპირებს გააგრძელოს აქტიური ურთიერთობა მოსახლოებასთან. მისი განმარტებით, მაჟორიტარი არის კარგი მოდერატორი, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე მოსახლეობას შორის. ნარჩემაშვილის განცხადებით, ხშირად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაპირებებში მაჟორიტარის და თვითმმაართველობის კომპეტენციას და მოვალეობას არ მიჯნავენ, რაც შემდგომში იწვევს საზოგადოების უკმაყოფილებას.
კობა ნარჩემაშცილი „ქართული ოცნების“ სახელით #49-ე ოლქში იყრის კენჭს.
"ნიუპრესი" აგრძელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მოსახლეობისათვის გაცნობას.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















