|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

" ჩვენი სვლა დასავლეთის მიმართულებით ამ გმირების პატივისცემაა"

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს პოლიტიკური გაერთიანება“ახალი არჩევანის“ წარმომადგენლებმა. იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა, სამტრედიის ოფისის წარმომადგენლებთან ერთად სამტრედიაში დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

“ომის გმირები ჩვენი ქვეყნის ნათელი მაგალითია, რომ საქართველო არასოდეს დანებდება. ჩვენი სვლა დასავლეთის მიმართულებით ამ გმირების პატივისცემაა. ძნელია აგვისტოს ომის დღეების გახსენება, მაგრამ ამ ტრაგედიას ჩვენს მიერ მეტი ანალიზი სჭირდება“, – აღნიშნა თემურ ცამციშვილმა.

 2008 წელს რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე. 150 ათას ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუხდა. დევნილობაში 30 ათასამდე ადამიანი რჩება.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა