„ჩვენზე არასოდეს უთქვამთ, რომ უნიათოები ვართ“- დავით ბაქრაძე
„ნაციონალური მოძრაობიდან“ მაჟორიტარობის სამი კანდიდატი დასახელდა. ქუთაისის მანდატის მოსაპოვებლად #47 საარჩევნო ოლქში გია თევდორაძე, #48 ოლქში აკაკი ბობოხიძე, ხოლო #49 ოლქში გიგი წერეთელი იბრძოლებს. მაჟორიტარობის კანდიდატებმა მოსახლეობას წინასაარჩევნო დაპირებად ქუთაისის საპარლამენტო ცენტრად გადაქცევა აღუთქვეს. ისინი მოსახლეობას არჩევნების შემდეგ მაღალ ხელფასებს, გაზრდილ პენსიასა და დაბალ გადასახადებს დაპირდნენ.
„ჩვენ გამოგვივლია არჩევნები, როცა ნამდვილად ვიცოდით, რომ ვიგებდით, ასევე არჩევნები, როცა გვეგონა, რომ ვიგებდით, 8 ოქტომბერი იქნება არჩევნები, რომელსაც მოვიგებთ და 9 ოქტომბრიდან საქმეს შევუდგებით. რა არ დაუძახიათ, რა შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ ჩვენთვის, ყველაფერი თქმულა, თუმცა არასოდეს გაგიგონიათ, რომ ჩვენ, „ნაციონალები“ ვართ უნიათოები, რომ ჩვენ ვართ უტვინოები და კაბინეტში გამოკეტილები, ვერ გაიგებთ, რადგან ყველამ იცის, რომ ტვინიც გვაქვს, საქმის კეთებაც ვიცით, შნოც გვაქვს, გაგვიკეთებია და გავაკეთებთ კიდეც“, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ავტორი:





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















