|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცოტნე ზურაბიანმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობი სკანდიდატმა ცოტნე უკვე გააკეთა არჩევანი. კანდიდატმა, დედასთან და დებთან ერთად, 61-ე საარჩევნო უბანზე ხმა მისცა.

"მე არჩევანი გავაკეთე საქართველოს სწრაფ განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, კეთილდრეობასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თავისუფლებაზე. ანალოგიურს მოვუწოდებ წყალტუბოს მოსახლეობას - გააკეთონ ღირსეული არჩევანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი არჩევანი იქნება წყალტუბოს წარმატებაზე და მომავალზე ორიენტირებული" - ამბობს ცოტნე ზურაბიანი.

61-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის თქმით საარჩევნო უბანზე ამ დრომდე მაღალი აქტივობა არის დაფიქსირებული. "243 ადამიანია ამ დროისთვის მოსული. თითოეულმა მათგანმა დააფიქსირა მათი მოსაზრება. 8 საათიდან ამ დრომდე არანაირი ექსესი არ დაფიქსირებულა. ყველაფერი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს დარღვევების გარეშე" - განაცხადა თეიმურაზ ფარელიშვილმა, კომისიის თავმჯდომარემ. აქვე აღვნიშნავ, რომ 57-ე მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა ერთიან სიაში 52 308-ს შეადგენს. ჯამში 68 უბანია და ამ დრომდე თითოეულ უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა