|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ცხოველთა დაცვის ასოციაცია“ ქუთაისის მერიის ააიპს მონიტორინგის ხელშეშლაში ადანაშაულებს

„ცხოველთა დაცვის ასოციაცია“ ქუთაისის მერიის ააიპს მონიტორინგის ხელშეშლაში ადანაშაულებს. ასოციაციის ხელმძღვანელის, თემურ ლაჭყეპიანის განცხადებით, მათ მიმართეს ააიპ „სპეციალურ სერვისებს“ მიეცათ ნებართვა თავშესაფრის ტერიტორიაზე შესვლის და მონიტორინგის, რაზედაც უარი მიიღეს.

„ჩვენ გვაქს უფლება მივიდეთ და გაფრთხილების გარეშე ჩავატაროთ მონიტორინგი, ყველა მუნიციპალიტეტში ასე ხდება და არსად ბარიკადები არ გვხვდება. მხოლოდ ქუთაისშია ასე, სადაც ცხოველთა მოვლის მხრივ არაერთი დარღვევაა. გვინდოდა ადგილზე შეგვესწავლა მდგომარეობა, მივმართეთ ხელმძღვანელობას, მაგრამ ადგილზე ვერ გასცემენ საშვს და ააიპს ოფისში გაგვიშვეს. მივედით იქ და გვითხრეს, რომ წერილობით უნდა მივმართოთ და რამდენიმე დღის შემდეგ მოგცემენ ნებართვას, თან მხოლოდ დათვალიერების, ეს როგორი ნებართვაა? მაგრამ თამაზ დეისაძეს არ სურს აღმოვაჩინოთ დარღვევები, რაც ხდება“, -განაცხადა თემურ ლაჭყეპიანმა.

ლაჭყეპიანს შენიშვნები ცხოველთა მოვლისა და დაჭერის მეთოდებთან დაკავშირებითაც აქვს. მისი განცხადებით, ცხოველებს ძალისმიერი მეთოდით იჭერენ, რაც დაუშვებელია. მათ შესთავაზეს თანამშრომლებისთვის ტრენინგ კურსი, რაზედაც უარი მიიღეს.

თუ „სპეციალური სერვისები“ ცხოველთა დაცვის ასოციაციის თანამშრომლებს მონიტორინგის უფლებას არ მისცემს, ორგანიზაცია გეგმავს საქმეში უცხოელი ცხოველთადამცველები ჩართონ.

„ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ უცხოელ ცხოველთა დამცველებს და ისინი შეისწავლიან,  რა ხდება. რასაც ეს ააიპი ჩადის, არის დაუშვებელი. ჩვენ უნდა გვეძლეოდეს მონიტორინგის უფლება, მით უმეტეს, რომ არაა კერძო საკუთრება და არის სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც ყველას აქვს შესვლის უფლება“,- განაცხადა ლაჭყეპიანმა.

ცხოველთადამცველი განმარტავს, რომ ახალი თავშესაფარიც არ ეწყობა სტანდარტების შესაბამისად, რადგან არასწორი განლაგებაა და წვიმიან ამინდში ვოლიერები დასველდება. მისივე განცხადებით, ბოლო დროს გამოვლინდა ფაქტები, როდესაც დაჭერილი და ვაქცინირებული ძაღლები სხვა რაიონებში გაუშვეს. 

„ააიპის თანამშრომლებმა ძაღლები სხვა რაიონებში გაუშვეს, რაზეც მოწმობს უზუსტობა „სეს“-ის და მათ მიერ ვაქცინირებული ძაღლების, თუ ისინი წელიწადში საშუალოდ 1000 ძაღლს იჭერენ, ბევრად ნაკლები ძაღლის აცრა უწევს „სეს“-ს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ძაღლების ქალაქიდან გაშვება ხდება“,-განაცხადა ლაჭყეპიანმა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა