ცხოველთა თავშესაფარში სამედიცინო პუნქტები იფუნქციონირებს
ქუთაისში ააიპ სპეციალური სერვისების ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში სამედიცინო პუნქტებმა ფუნქციონირება დაიწყო. ამასთან დაკაშირებით ქალაქში სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ამირან კოჩალიძე იმყოფებოდა, რომელმაც იმერეთში მოქმედი ვეტერინარებისთვის სემინარი ჩაატარა და რამდენიმე ძაღლს ოპერაცია ჩაუტარა.
”ჩვენ მოვახდინეთ დემონსტრირება პრაქტიკული თვალსაზრისით. სპეციალისტებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია ძაღლის სტელრიზაციის საკითხთან დაკავშირებით. დღესდღეობით ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა უპატრონო ძაღლთა თავშესაფრის კეთილმოწყობას და ეს ფუფუნება არის ამ რეგიონისათის, ვინაიდან შენდება ასეთი კარგი თავშესაფარი, სადაც მოხდება ძაღლების მოვლა პატრონობა”, - აღნიშნა ამირან კოჩალიძემ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















