|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დადგმული "საპნის ოპერა" თუ ბრძოლა სიმართლისთვის?

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებლის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოქალაქე სულხან ქობულაძის ცემაში მონაწილე მეოთხე  პირი, შესაძლოა, საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ყოფილიყო,  ლევან გოგელაშვილი განცხადებით გამოეხმაურა. მისი თქმით,  "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია გოქაძე სიცრუის ტირაჟირებას ახდენს.

"მაქსიმალურად ვიკავებდი თავს კომენტარისაგან, მაგრამ ბატონი გია გოქაძის გუშინდელი განცხადების შემდეგ მსურს კომენტარი გავაკეთო იმ აბსურდულ ბრალდებებზე, რომელიც გაავრცელა სულხან ქობულაძემ და რის ტირაჟირებასაც ახდენს გოქაძე, თითქოსდა ჩემი მხრიდან ქობულაძის ცემის ფაქტზე. რა თქმა უნდა, ბრალდება, რომელიც პირველი განცხადებიდან ორი თვენახევრის შემდეგ გაკეთდა, ყველანაირ საღ აზრსაა მოკლებული. მაშინ, როდესაც ქობულაძის განცხადება თავიდან ეხებოდა მხოლოდ ორ ადამიანს, შემდეგ სამს და მოულოდნელად, მერე ვითომდა მოძალადეთა რაოდენობა გახდა ოთხი და მეოთხე მოქმედ პერსონაჟად ორ თვენახევრის შემდეგ დამასახელა მე. არ დავმალავ, რომ ამ არაადექვატური განცხადების მერე ვაპირებდი გამოძიებისთვის მიმემართა შუამდგომლობით სულხან ქობულაძისათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, თუმცა მოვლენების დინამიკიდან გამომდინარე, მათ შორის თუნდაც ქობულაძის გუშინწინდელ და გოქაძის გუშინდელ განცხადებების შემდეგ, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს არის მართული პროცესი, თავისი კონკრეტული სცენარით",–აცხადებს გოგელაშვილი და ასევე ამბობს, რომ ქობულაძე პოზიციის გამყარება-ტირაჟირებას "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციასთან ახდენს გია გოქაძის სახით.


"ამასთანავე მაქვს ინფორმაცია, რომ ქობულაძე და მისი გუნდი სისტემატურ კონსულტაციებს გადიან ყოფილ მაღალჩინოსნებთან და "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ლიდერებთან, საკმაოდ ცნობილ და ოდიოზურ პიროვნებებთან. ყოველივე აქედან გამომდინარე, ეს არის ერთი პოლიტიკური ძალის მიერ დადგმული საპნის ოპერა, რომელსაც ცდილობენ აქტიურად გამოიყენონ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დისკრედიტაციისათვის",-აცხადებს გოგელაშვილი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა