|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დამოუკიდებელი საქართველოსადმი მიძღვნილი გამოფენა ქუთაისში

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, თამარ მეფის ორდენი, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები, ეს და სხვა ექსპონატები, დღეს ქუთაისის ოპერის თეატრში გამოიფინა.

 გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის  აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით მოეწყო, სადაც  გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დაცული უნიკალური მასალები. მათ შორის ფოტო და დოკუმენტური მასალა,  პრესაში 26 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები და სხვა ექსპონატები.

გამოფენა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო.

გამოფენაზე  ნაჩვენები ექსპონატები იმერეთის გუბერნიიის წარმადგენლებმა, ქუთაისის საკრებულოს წევრებმა, სკოლის მოსწავლეებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს.

მსგავსი გამოფენა საქართველოს 9 ქალაქშია დაგეგმილი.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი