|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დანაშაულით დაფარული დანაშაული"-ვინ გადაღება გალერეის კედელზე არსებული წარწერა?

"ნიუპრესზე" გასული მასალის შემდეგ დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაზე წარწერა წაშალეს. ამ დროისთვის კედელზე მხოლოდ თეთრი საღებავია. გალერეას დირექტორი ელისო ჩოგოვაძე განმარტავს, რომ მან არ იცის,  წარწერა ვინ გადაღება.

"გუშინ გავაცანი მდგომარეობა ააიპის მმართველს, ძალიან შეწუხდა და თქვა, რომ დაინტერესდებოდა ამ საქმით. ვინ გადაღება,  არ ვიცი.  მე ამას როგორ ჩავიდენდი, ეს არის დანაშაულზე დანაშაულის ჩადენა",-განაცხადა ჩოგოვაძემ.

ააიპ კულუტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი რეზო თედორაძე აცხახებს, რომ ფაქტის შესახებ მან გუშინ შეიტყო და დავალება გასცა  მდგომარეობის გამოსასწორებლად.

"გუშინ შევიტყვე ამ ფაქტზე, მივმართე შესაბამის სამსახურებს გამოსწორებულიყო მდგომარეობა და გამოსავალი მოეძებნათ, თუმცა, არ ვიცი, ვინ გადაღება", - აცხადებს თედორაძე და კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა გადაღებვა,  გვპასუხობს:

"არ მინახავს. ამ ეტაპზე მთავარია, რომ შავი წარწერა აღარაა, მერე მოვახერხებთ, რაიმე გამოსავალი მოვძებნოთ", -აცხადებს თედორაძე. 

 საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე. არსებული ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ფაქტის შესწავლა ჯერ არ დაუწყიათ.

 

"არა ჩადებას"-წარწერა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა