დარღვევები მუნიციპალიტეტებში და არასამთავრობოების ყოველთვიური შეხვედრა
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალში მორიგი შეხვედრა გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ნოემბერში განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრეს. თემები ძირითადად თვითმმართველობებსა და საარჩევნო რეფორმებს ეხებოდა.
"საიას" პროგრამების დირექტორის ნოდარ ჯიქიას განცხადებით, გასვლითი სამუშაოები მიმდინარეობდა საჩხერესა და ჭიათურაში, სადაც მოსახლეობის პრობლემებს ეცნობოდნენ. მისივე თქმით, ანგარიში აღნიშნული მუნიციპალიტეტების მაჟორიტარ დეპუტატებს გადაეგზავნებათ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს"–წარმომადგენელმა ბაღდათის მუნიციპალიტესის თანამდებობის პირთა ინტერესებზე ისაუბრა, რომელიც გამარტივებულ შესყიდვებში გამოიკვეთა. საქმე ეხება საკრებულოს თავმჯდომარის გრიგოლ მაჩიტაძის შვილის კომპანიასთან გაფირმებულ ხელშეკრულებას, ასევე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ანტონ ქარაბაკის შესაძლო ინტერესებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის განხორციელებულ შესყიდვებში, რომელმაც ხელშეკრულებები მისი მეუღლის ფირმასთან გააფორმა.
"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა თეონა გოგიშვილმა, საარჩევნო რეფორმების მხრივ იმ უპირატესობებზე ისაუბრა, რაც საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით აქვს. ორგანიზაციებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს, დეკემბრეში წლის შემაჯამებელი შეხვედრები გაიმართება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:32
16:29
18:25
15:07
















