|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„დარწმუნებული ვარ, ჩემი კანდიდატურა ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვებს“- დიმიტრი მხეიძე

ქუთაისში მმართველი პარტიიდან სამი მაჟორიტარობის კანდიდატი დასახელდა.“ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატებიდან ნაკლები ინფორმაცია ვრცელდება ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის,  დიმიტრი მხეიძის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში თავისი პროფესიით განთქმულია, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მის სამომავლო გეგმებზე არაფერია ცნობილი. დიმიტრი მხეიძემ „ნიუპრესთან“ საუბრისას  განაცხადა, რომ  წინასაარჩევნოდ კონკურენტუნარიანი გარემოა. ის მოწინააღმდეგეებს დადებითად აფასებს.

„წინასაარჩევნოდ ძალიან კონკურენტუნარიანი გარემოა.  ყველა კანდიდატს დადებითად ვაფასებ. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ ქუთაისში ჩემი კანდიდატურა ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვებს“,- განაცხადა  დიმიტრი მხეიძემ.

დიმიტრი მხეიძე ქუთაისში ერთ-ერთი განთქმული ექიმია, ის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა „გიდის“ დირექტორია.  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა