დავით ბაქრაძე: "ჩვენ ვერ მივცემთ ფუფუნებას ივანიშვილის რეჟიმს"
"ჩვენ ვერ მივცემთ იმის ფუფუნებას ივანიშვილის რეჟიმს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული მმართველობა და უარი ვთქვათ ისეთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ბრძოლაზე, როგორიც არის პარლამენტის ინსტიტუტი,- განახადა დავით ბაქრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
პარტიის პოლიტსაბჭომ ხმათა უმრავლესობით პარლამენტში შესვლის და მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას გადაწყვეტილება მიიღო.
"ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას, გამოვიყენებთ პარლამენტს, გამოვიყენებთ კანონიერ აქციებს, ჩვენს კავშირებს უცხოეთში, რომ საქართველო არ გადაიქცეს საბოლოოდ ერთპარტიულ ქვეყნად და საქართველოში დარჩეს ოპოზიციური აზრი. აი, ამისთვის გამოიყენებს პარტია ყველა საშუალებას, მათ შორის, პარლამენტს“, - განაცხადა ბაქრაძემ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















