დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ გაამართლა
დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა.
გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ დგვარელმა გამოიტანა.
სამტრედიის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედებოდა, თუმცა სასამართლომ ის ორივე ნაწილში გაამართლა. ყოფილი პოლიციელის ინტერესებს ადვოკატი ლედი ტუკვაძე იცავდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება სტურუას ოჯახი და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.
სამტრედიაში, სოფელ დაფნარში მცხოვრებმა დემურ სტურუამ გასული წლის აგვისტოში სისცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ზეწოლაში ადანაშაულებდა. ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციების მძაფრი პროტესტი და აქციები მოყვა.
ამ თემაზე:
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა
თეთრი ხმაური სამტრედიაში - აქციას დაპირისპირება მოყვა
სამტრედიაში დაკავებული პირის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















