|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დემურ სტურუას გარდაცვალების საქმის გამოძიებას პრემიერი გააკონტროლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დემურ სტურუას გარდაცვალების გამოძიების მიმდინარეობას პირადად გააკონტროლებს. ამის შესახებ გიორიგ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სამტრედიაში მომხდარის კომენტირებისას განუცხადა.

პრემიერ-მინისტრმა გუშინ გარდაცვლილის ოჯახს მისაუმძიმრა. ”როგორც კი ეს ფაქტი მოხდა, პოლიციელი, რომელზეც არის საუბარი, გადაყენებულია თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, გამოძიება ჩატარდება. არავითარ შემთხვევაში სახელმწიფო ხელს არავის დააფარებს. მეც პირადად გავაკონტროლებ გამოძიების მიმდინარეობს”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა