დევნილთა სამინისტრომ ქუთაისში 263 ბინა შეიძინა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მენაშენეების პროექტის ფარგლებში, ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში 263 ბინა შეისყიდა. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ,ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში შმიდტისა და ერისთავის ქუჩებზე მენაშენეებისგან, კონკურსის საფუძველზე, შესყიდული კორპუსების სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.
შმიდტის ქუჩაზე დევნილი ოჯახებს 180 ბინა გადაეცემათ, ხოლო ერისთავის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართით 43 ოჯახი დაკმაყოფილდება. მენაშენეების პროექტის პარალელურად, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 2 000 დევნილი ოჯახისთვის 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობაც მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე 2 კორპუსი შენდება, სადაც 2016 წლის სექტემბერში ბინას 160 დევნილი ოჯახი მიიღებს. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა შერვაშიძის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















