|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საარჩევნო უბნის გარეთ მომხდარი მოვლენების შეფასება ცესკოს კომპეტენციაში არ შედის"

წყალტუბოში ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდების საპასუხოდ  ცესკოს სპესსპიკერი განმარტავს, რომ საარჩევნო უბნის გარეთ მომხდარი მოვლენების შეფასება მათ კომპეტენციაში არ შედის. 

ცესკოს განმარტებით,  საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხისმგებელია არჩევნების პროცესის ღიად და გამჭვირვალედ წარმართვაზე მხოლოდ უშუალოდ საარჩევნო უბანზე.

”ის, რაც საარჩევნო უბნის გარეთ ხდება, მასთან დაკავშირებით შესაბამისმა ორგანოებმა შეიძლება იმსჯელენ და მოიძიონ ინფორმაცია”, - აღნიშნა პრესპიკესმა.

 მან ასევე განმარტა წყალტუბოს საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესის დაგვიანებით დაწყების მიზეზი. 

"საკმაოდ ბევრი დამკვირვებელი და პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი იმყოფებოდა და ისინი დაკვირვების პროცესში სხვადასხვა კითხვებს სვამდნენ, ამის გამო კომისიის მუშაობა ოდნავ შეფერხდა და უბანი 10-15 წუთით გვიან გაიხსნა, - განმარტა ანა მიქელაძემ.

სოფელ წყალტუბოში მიმდინარე საკრებულოს შუალედურ არჩევნებში კენჭს სამი კანდიდატი იყრის.

ავტორი: ნიუპრესი