|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია იწყება

 საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება  პარლამენტის მორიგი არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნების 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ. 

 პრემიერ-მინისტრმა  პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებებს არჩევნებთან დაკავშირებით ხელი უკვე მოაწერა. 
დღეიდან  ძალაში შედის შეზღუდვები, რომელიც  სახელმწიფო სტრუქტურების და  თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეებს  ეხება.  ასევე ამოქმედდება აკრძალვები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.

არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა, დაიწყება ის ძირითადი ღონისძიებები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებს და კანდიდატებს უკავშირდება.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე ახალი განკარგულება 3 ივნისს გამოსცა და კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა